„ბოლოდროინდელმა პოლიტიკურმა ვითარებამ საქართველოში, ბევრ ადამიანს მისცა გულისწყრომის საბაბი“ – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

​ევროდეპუტატებთან დაკავშირებით გარკვეული სასულიერო პირების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებზე დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ მედიის კითხვებს უპასუხა და აღნიშნა, რომ ნებისმიერ მღვდელმთავარს აქვს საკუთარი შეხედულების გამოხატვის საშუალება.

„ზოგადად, არაერთხელ გვითქვამს, რომ ოფიციალური პოზიცია ჩვენი ეკლესიისა, განისაზღვრება საპატრიარქოს ოფიციალური პოზიციით თუ განცხადებებით. ამა თუ იმ მღვდელმთავარს აქვს საკუთარი შეხედულება. ბოლოდროინდელმა ვითარებამ საქართველოში, ბევრ ადამიანს მისცა გულისწყრომის საბაბი ჩვენდამი დამოკიდებულების გამო.

ჩვენ ვხედავთ რომ ძალიან დიდი ძალისხმევაა ხალხისგან და სახელმწიფოსგან მიმართული, რომ დავუახლოვდეთ ევროპას და განწყობა, გრძნობა უსამართლობისა, ამ ბოლოდროინდელ განცხადებებში თუ კომისიის დასკვნებში თუ რეკომენდაციებშიც იყო, თუმცა, მოვლენები ერთმანეთს ცვლის და ესეც შეიცვლება. ვფიქრობ, პოზიცია უფრო მეტად იქნება რეალობასთან დაახლოებული. ჩვენი მოლოდინი სწორედ ასეთია“ – აღნიშნა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაძემ ევროდეპუტატების ქმედებების თუ განცხადებების საპასუხოდ, მაღალი იერარქების მხრიდან კრიტიკაზე.

 

მსგავსი თემები