,,ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკაა, რამენაირად საქართველოს ავნონ”- შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამნეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების, ხატია დეკანოიძისა და პეტრე ცისკარიშვილის  რუსეთში აშშ-ის ყოფილ ელჩთან და  უკრაინის პრეზიდენტის მიერ შექმნილი, რუსეთის სანქცირების ჯგუფის კოორდინატორ მაიკლ მაკფოლთან შეხვედრას ეხმიანება.

პაპუაშვილის თქმით, ,,ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკაა რამენაირად საქართველოს ავნონ. მისივე თქმით, ,,ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებს არანაირი ევროპა არ აინტერესებთ.

„როგორც ჩანს, მათი პოლიტიკაა, რომ რამენაირად საქართველოს ავნონ. ამას აკეთებენ იმით, რომ არ მონაწილეობენ 12 რეკოემენდაციის შესრულების პროცესში. მათი დღის წესრიგი მხოლოდ ისაა, რომ საქართველოს რამენაირად ზიანი მიაყენონ სანქციით თუ ა.შ. ისინი არიან ავტორები საკუთარ ქვეყანაზე დეზინფორმაციის, თითქოს საქართველოში სანქიცებისთვის გვერდის ავლა ხდება. ადასტურებენ, რომ მათ არანაირი ევროპა არ აინტერესებთ. მათი დღის წესრიგია, რაიმენაირად გამოიწვიონ საქართველოში ისეთი სიტუაცია, რომ დემოკრატიის გვერდის ავლით ძალაუფლება დაიბრუნონ. მეორდება 19 აპრილის შემდგომი პერიოდი. გაიხსენეთ, მაშინ რა მდგომარეობა იყო. იყო 19 აპრილის შეთანხმება, რომელსაც ოთხმა რადიკალურმა პარტიამ არ მოაწერა ხელი, მათ შორის „ნაციონალურმა მოძრაობამ“. „ქართული ოცნება“ ამ შეთანხმებას კეთილსინდისიერად ასრულებდა. პარალელურად, ვხედავდით რადიკალურ ოპოზიციას, რომელიც შეთანხმებას ბოიკოტირებდა, რადიკალურ დღის წესრიგს არ წყვეტდა. ამაში მათ მხარდაჭერა ჰქონდათ იმ ხალხისგან, ვინც დღესაც გამოირჩევა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ განცხადებით და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერით. ვგულისხხმობ ზოგიერთ ევროპატლამენტარს. ზუსტად იგივე სიტუაციაა. 19 აპრილის შეთანხმებას „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ მოაწერა ხელი და მათი ვიზიტები, შეხვედრები გაიხსენეთ. მიხვდებით, რომ იგივე პროცესში ვართ. დღის წესრიგს კეთილსინდისიერად მივყვებით, ჩვენი ვალდებულებაა, ეს შეთანხმება შესრულდეს. რადიკალურ დღის წესრიგს ამ ქვეყანაში გასაქანი ვერ ექნება. მათ მოუწევთ, პროცესში ჩაერთონ. შუალედში რა ზიანის მიყენებაც შეუძლიათ, საკუთარ ქვეყანას მიაყენებენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მსგავსი თემები