,,ოპოზიციამ ჯერ თავად არ იცის, რა უნდა და ხელისუფლებას რა უნდა მოსთხოვოს”- იაგო ხვიჩია

 „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, ის რიგგარეშე სესიის მოწვევაზე დოკუმენტს ხელს არ მოაწერს, რადგან მისივე თქმით,  ჯერ ოპოზიცია მზად არ არის, ასეთი სხდომისთვის.

ხვიჩია აღნიშნავს, რომ ოპოზიციამ ჯერ თავად არ იცის, რა უნდა და ხელისუფლებას რა უნდა მოსთხოვოს გაურკვეველია.

„ჯერ ბევრ რამეზეა სამუშაო და ბევრი კონსენსუსია მისაღები იმაზე, რას ვაკეთებთ. ოპოზიციამ ჯერ თავად არ იცის, რა უნდა და ხელისუფლებას რა უნდა მოსთხოვოს. ამ დროს ითხოვენ პარლამენტის სხდომას, რომელიც პერმანენტულად ტარდება და არ დადის არც ოპოზიცია და არც ხელისუფლება. აქედან გამომდინარე, არ მესმის, რა ხდება და მეორე არგუმენტი, რატომაც ხელს არ ვაწერ, არის ის, რომ ჩემ გარეშეც შეუძლიათ ეს გააკეთონ. არ მჯერა, რომ ეს არის სწორი მიმართულება. სწორია ჯერ ლაპარაკი, რაღაცაზე შეთანხმება და შემდეგ სხდომაზე ამის გაფორმება. როცა იწვევ სხდომას, როცა არავისთან გილაპარაკია, მათ შორის, არც ოპოზიციასთან, არავისთან გაქვს კარგი ურთიერთობა და კონსენსუსი, საჯაროდ ისიც კი არ გითქვამს, რა გინდა მართლა გულწრფელად და ამ დროს ითხოვ სხდომის მოწვევას, რომელზეც ან კის გეტყვიან ან არას, კიც რომ გითხრან, არ იცი, იქ რა უნდა გააკეთო. მე რამდენი ხანია, არ ვბრაზდები ჩემს კოლეგებზე“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მსგავსი თემები