,,კლინიკები, რომლებიც ვერ შეძლებენ,  უზრუნველყონ ადეკვატური მკურნალობა და ხარისხი, მოგვიწევს მათი საყოველთაოდან ჩახსნა”- ზურაბ აზარაშვილი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, აქტიურად  მიმდინარეობს კლინიკების კონტროლის ღონისძიებები, რათა მოქალაქეებმა უსაფრთხოდ იგრძნონ თავი.

მისივე განმარტებით, კლინიკები, რომლებიც ვერ შეძლებენ, უზრუნველყონ ადეკვატური მკურნალობა და ხარისხი, მძიმე სანქციები დაეკისრებათ.

„კიდევ ერთხელ დაგიდასტურებთ, რომ აქტიურად  მიმდინარეობს ინფექციის კონტროლის ღონისძიებები, რათა მოქალაქეებმა უსაფრთხოდ იგრძნონ თავი, როცა ესა თუ ის ოპერაცია უტარდებათ. ამას უკვე მიეცა სისტემური ხასიათი. შემოწმება არ არის ერთჯერადი, რომ შევედით მოვალეობის მოხდის მიზნით, ვნახეთ არსებობს ინფექცია, არ არის და წამოვედით. უკვე არის კლინიკები, სადაც ორჯერ და ზოგ შემთხვევაში, სამჯერაც მივიდნენ, რადგან ჩვენ ვიდრე სისტემურად არ მოვაწესრიგებთ, ამას თავს არ დავანებებთ. კლინიკები, რომლებიც, სამწუხაროდ, ვერ შეძლებენ, რომ უზრუნველყონ ადეკვატური მკურნალობა და ხარისხი, მოგვიწევს მათი საყოველთაოდან ჩახსნა და შემდეგ კიდევ უფრო მძიმე სანქციების გატარება“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

მსგავსი თემები