,,როცა იყო მოთხოვნა, ჯანდაცვის სამინისტრომ გასცა თანხმობა ქვეყანაში უცხოელი ექსპერტების შემოსვლაზე, ახლა ამის მოთხოვნა აღარაა“,- თამარ გაბუნია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუინია მიხეილ სააკშვილთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს. გაბუნიას თქმით, როდესაც იყო მოთხოვნა ჯანდაცვის სამინისტრომ გასცა თანხმობა ქვეყანაში უცხოელი ექსპერტების შემოსვლაზე,  მისივე განმარტებით, ახლა ამის მოთხოვნა აღარაა.

„ამ ეტაპზე იუსტიცის სამინისტრო და პენიტენციური სამსახურის ჯანდაცვის დეპარტამენტი სრულად მართავენ სიტუაციას. ასევე კლინიკა, სადაც იმყოფება. კლინიცისტების მობილიზება შეუძლია ჯანდაცვის დეპარტამენტს, იუსტიციის სამინისტროს და პენიტენციური სამსახურს. კლინიცისტების ნაწილში შეუზღუდავი შესაძლებლობაა, რომ ჩაერთოს ის, ვინც როდის იქნება საჭირო. არანაირი შეფერხება არ არსებობს. როცა იყო მოთხოვნა, ჯანდაცვის სამინისტრომ გასცა თანხმობა ქვეყანაში უცხოელი ექსპერტების შემოსვლაზე და მათთვის დროებითი სერტიფიკატის გაცემაზე. ახლა ამის მოთხოვნა აღარაა“, – განაცხადა თამარა გაბუნიამ.

მსგავსი თემები