,,ირაკლი კობახიძის შენიშვნები, თითქოს ევროკავშირი ქვეყანას ომში ჩართვისკენ უბიძგებს, არის პოლიტიკური პროვოკაცია” – ევროპარლამენტარი

ევროპარლამენტარი, პეტრას აუსტრევიჩუსი პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმიანება.

ევროპარლამენტარის თქმით, ირაკლი კობახიძის განცხადება, თითქოს ევროკავშირი საქართველოს ომში ჩართვისკენ უბიძგებს, არის სუფთა პოლიტიკური პროვოკაცია.

“საქართველოს მმართველი პარტია უნდა ფოკუსირდეს კანდიდატის სტატუსის მიღების პირობების შესრულებაზე და შეწყვიტოს ცრუ სიგნალების გავრცელება. “ქართული ოცნების” თავმჯდომარის შენიშვნები ევროკავშირის პოზიციის შესახებ, რომელიც თითქოს ქვეყანას ომში ჩართვისკენ უბიძგებს, არის სუფთა პოლიტიკური პროვოკაცია”,- განაცხადა პეტრას აუსტრევიჩუსმა.

მსგავსი თემები