,,ნარატივი, რომ ამერიკას საქართველოს ომში ჩართვა უნდა, არა „ეფესბეს“, არამედ თქვენგან დაფინანსებული ადამიანების განცხადებებში უნდა ვეძებოთ”- ყაველაშვილი კელი დეგნანს

  ,,ქართული ოცნებიდან” წასული  მიხეილ ყაველაშვილი საქართველოში აშშ-ის ელჩ კელი დეგნანს ღია წერილით მიმართავს. ყაველაშვილის თქმით, ნარატივი იმის შესახებ, რომ ამერიკას საქართველოს ომში ჩართვა უნდა, არა ეფესბეს სახელმძღვანელოებში, არამედ აშშ-ის მიერ დაფინანსებული თუ მათთან აფილირებული ადამიანების განცხადებებში უნდა ვეძებოთ. „ქალბატონო ელჩო, რამდენიმე დღის წინ თქვენ ბრძანეთ, ვინც ამტკიცებს, რომ ამერიკას საქართველოში ომი უნდა, „ეფესბეს“ მზაკვრულ ნარატივს ახმოვანებსო. რა თქმა უნდა, სრულად დაგეთანხმებოდით, რომ არა იმ ადამიანების წარსული და ახლანდელი კავშირები, რომლებიც უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესიის დაწყების დღიდან, საქართველოში ომის იდეის გაღვივებასა და რეალიზებას ცდილობენ. შეგახსენებთ, რომ 24 თებერვლიდან, ანუ ომის დაწყებიდან … ვრცლად ,,ნარატივი, რომ ამერიკას საქართველოს ომში ჩართვა უნდა, არა „ეფესბეს“, არამედ თქვენგან დაფინანსებული ადამიანების განცხადებებში უნდა ვეძებოთ”- ყაველაშვილი კელი დეგნანს