იაპონიის ყოფილ პრემიერს საჯაროდ ესროლეს

  ყოფილ პრემიერ-მინისტრს ცეცხლსასროლი იარაღიდან მაშინ ესროლეს, როცა ის საჯაროდ, სიტყვით გამოდიოდა. შემთხვევა ქალაქ ნარაში მოხდა. პრემიერი შინზო აბე საავადმყოფოში გადაიყვანეს, ის დაიჭრა, თუმცა, გადარჩა. ყოფილი პრემიერი მოსახლეობას საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ხვდებოდა და მიმართავდა.