,,ხელისუფლება უნდა გადადგას ნაბიჯები დეპოლარიზაციისკენ და უნდა მოხდეს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება”- ხათუნა სამნიძე

,,რესპუბლიკური პარტიის“ წევრის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, პარტია შალვა პაპუაშვილთან კონსულტაციებში მონაწილეობას მიიღებს. სამნიძის თქმით, ის არ იზიარებს პოზიციას, რომ შეხვედრას აზრი არ აქვს.

„ვგეგმავ, საკუთარი დღის წესრიგით მივიდე და სპიკერს კიდევ ერთხელ შევახსენო, რომ ერთ-ერთი პუნქტია დეპოლარიზაციის პრობლემის მოგვარება და თუ ხელისუფლება თვლის, რომ ერთ-ერთი ნაბიჯია ოპოზიციასთან საუბარი, ამას უნდა მოჰყვეს კონკრეტული შედეგი. ხელისუფლება უნდა გადადგას ნაბიჯები დეპოლარიზაციისკენ და უნდა მოხდეს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება. პარლამენტში მუშაობა საუბარს ნიშნავს და თუ ვერ ვთანხმდებით, საზოგადოებისთვის ამის შესახებ პოზიციების ღიად გაცნობა უნდა მოხდეს.

შეხვედრამდე იმის თქმა, რომ აზრი არ აქვს, არ ვიზიარებ. ასჯერ თუ ვცადეთ და „ქართული ოცნება“ არ იღებს სწორ გადაწყვეტილებებს, უნდა ვცადოთ ორასჯერაც და სამასჯერაც“,- განაცხადა სამნიძემ.

 

 

მსგავსი თემები