ბორის ჯონსონი სავარაუდოდ თანამდებობას ტოვებს

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი კონსერვატიული პარტიის ლიდერის პოსტს დღეს დატოვებს. არსებული ინფორმაციით, ჯონსონი  პრემიერმინისტრის თანამდებობაზე შემოდგომამდე დარჩება.

ბორის ჯონსონის ადმინისტრაცია 57-მა წევრმა დატოვა, თუმცა დიდი-ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი გადადგომასთან დაკავშირებულ ინფორმაციას თავდაპირველად უარყოფდა.

არსებული ცნობით, ჯონსონი უკვე ესაუბრა სერ გრეჰემ ბრედის, 1922 წლის კონსერვატიული კომიტეტის თავმჯდომარეს, რათა ეცნობებინა თავისი გადაწყვეტილების შესახებ.

მსგავსი თემები