„ქართული ოცნება” რაც შეიძლება მალე უნდა ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას და დავიწყოთ ქვეყნის აღმშენებლობის პროცესი”- გიორგი ვაშაძე

,,კობახიძის ლოგიკით, დეკემბერში როცა უარს გვეტყვიან საბოლოოდ, კი არ უნდა გავბრაზდეთ ხელისუფლებაზე, უნდა გაგვიხარდეს რომ ომს აგვაცილეს,”- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ტყუილია, თითქოს  დასავლეთი ომს გვთხოვს და საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გააკეთონ არჩევანი ომის დაწყებასა და ევროპაში ინტეგრაციას შორის.

„ირაკლი კობახიძე და „ქართული ოცნება” ვერაფრით უპირისპირდებიან საზოგადოების 85%-იანი ნაწილის ნებას, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის ნაწილი და დეოლიგარქიზაცია და დემოკრატია ერთმანეთთან შეუთავსებელია, რაც პირდაპირ გულისხმობს, ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლებისგან ჩამოშორებას. სწორედ ამიტომ, იგონებენ ტყუილს, რომ დასავლეთი ომს გვთხოვს და საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გააკეთონ არჩევანი ომის დაწყებასა და ევროპაში ინტეგრაციას შორის, ანუ კობახიძის ლოგიკით, დეკემბერში როცა უარს გვეტყვიან საბოლოოდ, კი არ უნდა გავბრაზდეთ ხელისუფლებაზე, უნდა გაგვიხარდეს რომ ომს აგვაცილეს.

გამოსავალი მარტივია, არაძალადობრივი პროტესტის ფორმებით, საზოგადოების აქტიური მონაწილეობით, „ქართული ოცნება” რაც შეიძლება მალე უნდა ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას და დავიწყოთ ქვეყნის აღმშენებლობისა და ევროპაში ინტეგრაციის შეუქცევადი პროცესი”,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მსგავსი თემები