,,სანქციებზე საუბრისას ნებისმიერ სუბიექტს აქვს ვალდებულება, არგუმენტებიც მოიშველიოს”- რატი იონათამიშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შექმნილი რუსეთის სანქცირების ჯგუფის კოორდინატორ მაიკლ მაკფოლის განცხადებას ეხმიანება. იონათამიშვილის თქმით, სანქციებზე საუბარი შესაბამისი არგუმენტების გარეშე არასწორია.

„ნებისმიერ სუბიექტს, რომელიც სანქციებზე ლაპარაკობს, აქვს ვალდებულება, შესაბამისი არგუმენტებიც მოიშველიოს. როცა ამას არ ახდენს, მსგავს აქტორებს ეს საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში აყენებთ. ამიტომ, თითოეულმა უნდა გაათვითცნობიეროს – უნდა, იყოს ჭორაობის მხარეს, თუ სხვა ამოცანები აქვს. ჩვენ ვერ მოვისმინეთ ვერც ერთი არგუმენტი, შესაბამისად, არგუმენტების გარეშე მსგავსი განცხადებები ფასდება, როგორც უპასუხისმგებლო განცხადება“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ცნობისთვის, მაიკლ მაკფოლის თქმით, განიხილება გარკვეული პირების დასანქცირება საქართველოდან და ბელარუსიდან. მაკფოლი გვარებს არ ასახელებს, თუმცა აღნიშნავს, რომ  უეჭველად იქნებიან ინდივიდები საქართველოსა და ბელარუსში, რომლებიც მხარს უჭერენ პუტინის ომს და მათაც უნდა იწვნიონ ამის შედეგები.

მსგავსი თემები