,,ველოდები, რომ კორონავირუსის შემთხვევების ზრდა იქნება და პიკს მიაღწევს შემოდგომაზე”- თენგიზ ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, სავარაუდოდ კორონავირუსის  შემთხვევები მოიმატებს და პიკს მიაღწევს შემოდგომაზე. მისივე თქმით, ახალი შემთხვევების ზრდის მიუხედავად, გარდაცვალება შენარჩუნებულია ძალიან დაბალ, პრაქტიკულად ნულოვან მნიშვნელზე.

„მთელ მსოფლიოში ბოლო პერიოდში აღინიშნება ახალი შემთხვევებისა და გარდაცვალების მკვეთრი ზრდა. სამწუხაროდ, ჩვენთანაც ბოლო პერიოდში ფიქსირდება ახალი შემთხვევების ზრდა, სულ რაღაც ორი კვირის წინ იყო 50-60 ახალი შემთხვევა და დღეს იყო 600-ზე მეტი ახალი შემთხვევა. ჩვენთან გარდაცვალება შენარჩუნებულია ძალიან დაბალ, პრაქტიკულად ნულოვან მნიშვნელზე. ბოლო სამი თვის მონაცემებით, საქართველოს ერთ მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით ჰყავს ბევრად ნაკლები გარდაცვლილი, ვიდრე ამერიკას, ევროპას, ისრაელს, ავსტრალიას, იაპონიას. ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ შევინარჩუნოთ ეს მდგომარეობა. პროგნოზი სამწუხაროდ ისეთია შემთხვევების რაოდენობის თვალსაზრისით, რომ ჩვენ ვართ ვაქცინაციით დაბალი მოცვის ქვეყანა და მოხსნილია ყველა რეგულაცია. ყველაფერი ამის გამო, მე პირადად ველი, რომ იქნება შემთხვევების ზრდა და პიკს ეს ზრდა, ჩემი ვარაუდით, მიაღწევს შემოდგომაზე. ცუნამსაც არ ველოდებით, ჩვენ არ ველოდებით ისეთ დრამატულ მატებას, როგორიც იყო წლის დასაწყისში, როდესაც სარეკორდო მაჩვენებელი იყო, დღეში 26 000 ახალი შემთხვევა. ჩემი აზრით, იქნება ზომიერი მატება“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მსგავსი თემები