„არასამთავრობოს სახელით პოლიტიკური მიზნების მიღწევა არ გამოუვათ“ – ბექა დავითულიანი არასამთავრობოებზე

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ბექა დავითულიანი არასამთავრობო სექტორს ურჩევს, პოლიტიკურ ორგანიზაციად ჩამოყალიბდნენ. „ოპოზიციის მხრიდან არასამთავრობო სფერო მთლიანად პოლიტიკურ ინსტრუმენტად არის გამოყენებული“ – აცხადებს ბექა დავითულიანი.

„პოლიტიკოსს და პოლიტიკურ ორგანიზაციას აქვს მთელი რიგი კანონით დაწესებული შეზღუდვები და არასამთავრობო ორგანიზაციას და მის წევრს არანაირი შეზღუდვა და მსგავსი პასუხისმგებლობა არ გააჩნია. რა თქმა უნდა, მათთვის არის კომფორტული, გამოვლენ დაფინანსებას აიღებენ უცხოური ფონდებიდან, რაც პარტიას ეკრძალება, როლს მოირგებენ ვითომ ობიექტური მონიტორისა, გამოვლენ და შეასრულებენ იმ პარტიის საქმეს, რომლის თანამოაზრეები და თანაგუნდელებიც არიან. თუ უნდათ, რომ პოლიტიკაში იყვნენ და პოლიტიკური მიზნები გაცხადებული აქვთ, მაშინ დარეგისტრირდნენ პოლიტიკურ ორგანიზაციად, ან გაწევრიანდნენ პოლიტიკურ ორგანიზაციებში, არასამთავრობოს სახელით პოლიტიკური მიზნების მიღწევა არ გამოუვათ“ – აცხადებს დავითულიანი.

 

მსგავსი თემები