„ის იღებს რუსულ ფულს” – ირაკლი კობახიძე ელენე ხოშტარიაზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ელენე ხოშტარიას რუსულ ფულზე ისევ საუბრობს და ამბობს რომ ის რუსულ ფულს იღებს.

„აღმოჩნდა, რომ ის დიდი ოდენობით რუსულ ფულს რუბლებში იღებს. ამის შესახებ ინფორმაციას რომ მალავს, ეს იმას ნიშნავს, რომ ბევრი რამ დასამალი აქვს“, – აცხადებს ირაკლი კობახიძე ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით.

რუსულ ფულთან დაკავშირებით განმარტება ელენე ხოშტარიას მამამ გოგი ხოშტარიამ გააკეთა და ახსნა საიდანაა ამ ფულის წარმომავლობა.

„ბიძაჩემი, სოლომონ (სოლიკო) ვირსალაძე იყო მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი სცენოგრაფი, ანუ არა უბრალოდ მხატვარ-გამფორმებელი, არამედ დამდგმელი სპექტაკლებში. მე ვარ მეორე რიგის მემკვიდრე, ჩემს დეიდაშვილთან ერთად. ბიძაჩემს შვილი არ ჰყოლია, ორი და ჰყავდა. ჩვენ ვართ მეორე რიგის მემკვიდრეები, ჩვენზე იყოფა თანაბრად“,- აცხადებს გოგი ხოშტარია.

 

მსგავსი თემები