,,პარლამენტის თავმჯდომარე არის ჩვეულებრივი ოლიგარქიული რეჟიმის უუფლებო ჭანჭიკი, რომელსაც სიტყვა არ ეთქმის”- გიორგი ვაშაძე

“სტრატეგია აღმაშენებელის” ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის მიერ დაგეგმილ შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებს. მისი თქმით, პარტია სამოქალაქო სექტორის თხოვნით, მონაწილეობას მხოლოდ რიგგარეშე სესიაში მიიღებს.

,,პარლამენტის თავმჯდომარის მიერ დაგეგმილ შეხვედრაში “სტრატეგია აღმაშენებელი” არც ერთ შემთხვევაში მონაწილეობას არ მიიღებს – პარლამენტის თავმჯდომარე არის ჩვეულებრივი ოლიგარქიული რეჟიმის უუფლებო ჭანჭიკი, რომელსაც არანაირი სიტყვა არ ეთქმის. სამოქალაქო სექტორის თხოვნით, ჩვენ ერთადერთ გამონაკლისს დავუშვებთ, რომ რიგგარეშე სესიასთან დაკავშირებით, თუ იქნება, ამას დავეთანხმებით, თუმცა, წინასწარ ვამბობთ, რომ ამას “ქართული ოცნება” არ გააკეთებს და მკაფიო ამაზე მათი პოზიცია. რაც შეეხება კანდიდატის სტატუსს, მას საქართველო მიიღებს ერთ შემთხვევაში, თუ ,,ეფესბეს” დაწერილი მესიჯებით მოლაპარაკე რეჟიმს მმართველობას ჩამოვაშორებთ. სწორედ აქეთ მიმავალი გზა იყო ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნის შეთავაზება, რაც აქციის მონაწილეებმა გააკეთეს, თუმცა, ამაზე ჯერჯერობით “ქართული ოცნების” პოზიცია ვიცით და საკადრის პასუხს მიიღებენ,”- განაცხადა ვაშაძემ.

მსგავსი თემები