,,შალვა პაპუაშვილთან დაგეგმილ შეხვედრაზე მისვლას და პოზიციის დაფიქსირებას ვაპირებ, თუ როგორ შეიძლება მოხდეს დეპოლარიაზაცია”- იაგო ხვიჩია

,,გირჩის”ლიდერი იაგო ხვიჩია დღეს,  შალვა პაპუაშვილთან დაგეგმილ შეხვედრაზე მისვლას და პოზიციის დაფიქსირებას აპირებს. მისი თქმით, დეპოლარიაზაციის დასასრულებლად ორი რამეა გასაკეთებელი – საკონსტიტუციო ცვლილებები და მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა.

,,ქართულ ოცნებას“ რაც არ უნდა ჰქონდეს ჩაფიქრებული, შალვა პაპუაშვილთან დაგეგმილ შეხვედრაზე მისვლას და პოზიციის დაფიქსირებას ვაპირებ. მინდა, რაღაცნაირად გავაჟღერო „ქართულ ოცნებასთან“ თუ „ნაცმოძრაობასთან“ ჩემი პოზიცია, რეალურად თუ როგორ შეიძლება მოხდეს დეპოლარიაზაცია. სულ ორი რამეა გასაკეთებელი, რათა ამ პრობლემის აღმოფხვრისკენ ვიმოძრაოთ – საკონსტიტუციო ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღება და მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა. რაც შეეხება ოპოზიციიის წარმომადგენლებს, ვინც ამ პროცესში მონაწილეობას არ აპირებს, ჩემი აზრით, არ იციან, რას აკეთებენ. ისინი საპირისპირო არც არგუმენტს ამბობენ და არც რაიმე გეგმის შესახებ გვეუბნებიან რამეს. დღეს ოპოზიციის შეხვედაში მონაწილეობას მივიღებ, ვიდრე გამომაგდებენ ჩვენი კოლეგები“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მსგავსი თემები