ბათუმის ყოფილი მერი პატიმრობიდან გათავისუფლდა

გიორგი ერმაკოვი თავისუფალია. ბათუმის ყოფილი მერის პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას მისი ადვოკატი  ლევან მახარაშვილი ავრცელებს. .

„უკანონოდ მსჯავრდებული ქ.ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი“ – აცხადებს  მახარაშვილი.

ყოფილ მერს პროკურატურა 1 მილიონ 370 ათასი ლარის გაფლანგვას ედავებოდა. მას 7-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

 

მსგავსი თემები