ბრიტანეთი უკრაინაში გასაგზავნად  ახალ შეიარაღებას ამზადებს

ათი თვითმავალი საარტილერიო დანადგარი და საბრძოლო მასალა უკრაინაში გასაგზავნად მზადდება. როგორც ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, აღნიშნულ ტექნიკას უკრაინა უახლოეს დღეებში მიიღებს.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბორის ჯონსონსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

„პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინის უკან მთელი მსოფლიო დგას. მას სჯერა, რომ პრეზიდენტ ზელენსკის მებრძოლები შეძლებენ პუტინის ძალების მიერ წართმეული ტერიტორიების უკან დაბრუნებას“ – აცხადებენ ადმინისტრაციაში.

მსგავსი თემები