ოპოზიცია-არასამთავრობოების შეხვედრაზე ორი პარტია არ მიიწვიეს

საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატის, ლევან იოსელიანის განცხადებით, ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის შეხვედრაზე, რომელიც ახლა მიმდინარეობს, ორი პარტია არ მიიწვიეს.

„მიმდინარეობს ოპოზიციის შეხვედრა არასამთავრობო სექტორთან, სადაც „გირჩი“ და „მოქალაქეები“ მიწვეული არ არიან. ეს არის ცხადი მაგალითი, რომ მათთვის განსხვავებული აზრი არის მიუღებელი“ – აცხადებს პარტია „მოქალაქეების“ წარმომადგენელი, პარლამენტის ვიცე-ცპიკერი ლევან იოსელიანი.

მისი შეფასებით, მსგავსი რამ აუხსნელი და გაუგებარია.

„გამოდის, რომ განსხვავებული მოსაზრებების მოსმენასთან აქვთ პრობლემა. თუ ვინმეს არ მოსწონს, რასაც ვამბობ, დიალოგს კი არ უნდა გაექცეს, უნდა დაჯდეს და დამისაბუთოს თავისი პოზიციის მართებულობა. ვიღაცას თუ ხელისუფლების ცვლილება, ღარიბაშვილის გადაყენება უნდა, მაშინ კეთილი ინებოს, გადმოვიდეს პოლიტიკაში და მიიღოს ის ტვირთი, რაც პოლიტიკოსებს გვაქვს. ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს არასამთავრობო სექტორის დიდ ნაწილთან, მაგრამ როდესაც შენ არ გინდა, შეხვდე იმ ადამიანებს, რომლებიც არ არიან შენს აზრზე, ეს არის ძალიან დასანანი და ბევრ რაღაცაზე მიუთითებს, მათ შორის ობიექტურობაზე იმ პროცესის მიმართ, რაც დღეს საქართველოში მიმდინარეობს“, – განაცხადა იოსელიანმა მედიასთან.

 

მსგავსი თემები