,,ზეწოლა გაგრძელება, არავინ აპირებს ქვეყანა დაუთმოს „ქართულ ოცნებას“- ხატია დეკანოიძე

„არასდროს დამიმალავს, რომ ხელისუფლებაზე ზეწოლის მთავარ მექანიზმად მიმაჩნია პირველ რიგში შიდა ზეწოლა, ეს გულისხმობს მათ შორის აქციებს. ზეწოლა გაგრძელება და არავინ აპირებს, ქვეყანა დაუთმოს „ქართულ ოცნებას“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ის ვერ ხედავს  რაიმე სახის ნებას და ვალდებულებას ხელისუფლების მხრიდან, რომ ისინი აპირებენ რაიმე პროცესის შესრულებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

„საერთოდ არ ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშილის ხელისუფლებას, რადგან ამ ხელისუფლებაში არც ერთი წარმომადგენელი არ არის დამოუკიდებელი, აქვს პოლიტიკური ან შინაგანი ნება, რომ განახორციელოს ყველა ის ვალდებულება, რომელიც დაკისრებული აქვს საქართველოს, რათა დეკემბერში ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. შესაბამისად, 24 ივნისს, მათ შორის კვირას ძალიან დიდ აქციაზე, სადაც რამდენიმე ათასი ადამიანი გამოვიდა, საქართველოს მოქალაქეებმა მოითხოვეს პირველი – ღარიბაშვილის გადადგომა, ხელისუფლების გადადგომა და მეორე – ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნა, რომელიც რეალურად განახორციელებდა და განახორციელებს აუცილებელ რეფორმებს.

ვფიქრობ, კობახიძის გუშინდელ განცხადებაში ჩანდა, რომ ისინი არ აპირებენ არაფრის გაკეთებას, თითქოს დეკემბერში საქართველო ევროკავშირის პოლიტიკური გადაწყვეტილების გამო ვერ მიიღებს ვერავითარ კონკრეტულ სტატუსს. ფაქტია, რომ მათ არავითარი პოლიტიკური ნება არ აქვთ, არ აქვთ შინაგანი ნება. ამიტომ მე არ მაქვს არავითარი ილუზია, რომ კობახიძე, „ქართული ოცნების“ უმრავლესობა ან კიდევ ბიძინა ივანიშვილის რომელიმე წარმომადგენელი აპირებს ამ ვალდებულებების განხორციელებას. ამის პირველი ნიშანი იქნებოდა საკონსტიტუციო ცვილებების მიღება, შემდეგი რეალური ცვლილება იქნებოდა პოლიტიკური პატიმრების მიმართ განხორციელებული პოლიტიკური ნება. ეს გულისხმობს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას საზღვარგარეთ და ნიკა გვარამიას გათავისუფლებას, შეწყალებას. მესამე პოლიტიკური ნება იქნებოდა ყველა იმ კანონპროეტის მიღება, რომელიც არის პარლამენტში, მათ შორის ეს ეხება ანტიკორუფციულ ბიუროს, მიშელის შეთანხმებაში აღნიშნულ ფაქტებს.

ვერ ვხედავ რაიმე სახის ნებას და ვალდებულებას ხელისუფლების მხრიდან, რომ ისინი აპირებენ რაიმე პროცესის შესურულებას. უფრო მეტიც, კობახიძე ფიქრობს, რომ დეკემბრამდე რაღაც გაუგებარი კომისიებით გაწელავენ დროს. არსებობს კონკრეტულად ის პუნქტები, რომლებიც უნდა განახორციელოს ხელისუფლებამ, რათა დაინახოს ქვეყანამ, რომ მათ აქვთ პოლიტიკური ნება, რაც, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე არ ჩანს“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

 

 

მსგავსი თემები