ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის სავალ ნაწილზე მეწყერი ჩამოწვა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის 61-ე კილომეტრზე, გზის სავალ ნაწილზე მეწყერი ჩამოწვა. ამის გამო კმ30-კმ72 აბანო-ომალოს მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ამასთან, საავტომობილო გზის ლეჩური-აბანოს მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის გადაადგილება, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

 

მსგავსი თემები