ერთი კვირის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 2 570 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ერთი კვირის (27.06.2022-03.07.2022) მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 2 570 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.  1 103 ადამიანი გამოჯანმრთელდა, სამი პაციენტი კი გარდაიცვალა.

ერთ კვირაში ქვეყანაში ჩატარდა 63 443 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 56 699, „პისიარ“ ტესტით – 6 744.

7 დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია – 4.05%.

მსგავსი თემები