,,ზოგადად ასე, რატომ არ არის 100 ადამიანი დაკავებული 20-ის მაგივრად და ა.შ. არასწორია”- გურამ მაჭარაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ  მაჭარაშვილი გასული წლის 5 ივლისს მომხდარ მოვლენებს ეხმიანება. მისი თქმით, თუ ვინმე არ არის დასჯილი, ჟურნალისტებს შეუძლიათ გამოიკვლიონ და კონკრეტული ფაქტები წარმოადგინონ.

“თქვენ გაქვთ საშუალება, რომ თუ რამე პროცესზე შეამჩნევთ, რომ ეს არის არასწორი, არასაკმარისი, არალეგიტიმური და ა.შ. თქვენ შეგიძლიათ ეს გამოიკვლიოთ, მოიტანოთ კონკრეტული ფაქტები და აქედან გამომდინარე, შეიძლება კომენტარები ვაკეთოთ. ზოგადად ასე, რატომ არ არის 100 ადამიანი დაკავებული 20-ის მაგივრად და ა.შ. არასწორია. თუ კონკრეტულ მაგალითად იტყვით სახელს და გვარს თავისი მტკიცებულებებით, რომ ამ მტკიცებულებების შესაბამისად ეს სახელი და გვარი რატო არაა დაკითხული და ა.შ. ის უწყება რომელიც ვალდებულია ამ პროცესში იყოს კოორდინატორი, შესაბამის პასუხს გაგცემთ აუცილებლად”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მსგავსი თემები