,,თეორიული შესაძლებლობა იმისა, რომ საქართველო სანქციების გვერდის ავლისთვის იქნას გამოყენებული არ არსებობს”- ლაშა ხუციშვილი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, თეორიული შესაძლებლობაც კი არ არსებობს იმისა, რომ საქართველო სანქციების გვერდის ასავლელად იქნას გამოყენებული.

ხუციშვილმა ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გასულ სიუჟეტზე ისაუბრა, რომელიც საქართველოდან ბელარუსში რადიოკავშირის სისტემები სანქციების გვერდის ავლით გასვლას ეხება. მისი თქმით, საქართველოში განხორციელებული ყველა ოპერაცია იყო ლეგალური.

„შემოსავლების სამსახურმა თითოეულ ამ ოპერაციასთან მიმართებაში ძალიან დეტალურად განაცხადა, თუ რასთან გვქონდა საქმე და შესაბამისად, ეს გადაცემა და ეს სიუჟეტიც ცალსახად აჩვენებს იმას, რომ თეორიული შესაძლებლობა იმისა, რომ საქართველო სანქციების გვერდის ავლისთვის იქნას გამოყენებული არ არსებობს, ხოლო მეორე მხრივ, მოწოდება ნამდვილად სამართლიანია, რომ შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილი იყოს ის მტკიცებულებები, იქიდან გამომდინარე, რომ ეს ბრალდებები ამერიკულ მულტინაციონალურ კომპანიას ეხება, რომლის წარმომადგენლობაც არის საქართველოში და სხვა ქვეყნებშიც. ჩვენ გვაქვს ყოველდღიური კავშირი და ურთიერთობა ჩვენს პარტნიორებთან, როგორც აშშ-სთან, ისე ევროკავშირთან და შესაბამისად, ამ ინფორმაციის გაზიარება ბუნებრივია, მათთან მოხდება, თუ ასეთი მტკიცებულებები იქნა წარმოდგენილი. ხოლო მეორე მხრივ, ამ ნაწილში საქართველოსთან მიმართებაში ვერანაირი კითხვა ვერ იარსებებს, იქიდან გამომდინარე, რომ ყველა ოპერაცია იყო ლეგალური, რაც საქართველოში განხორციელდა. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმას, რომ თეორიული შესაძლებლობაც კი არ არსებობს იმისა, რომ საქართველო სანქციების გვერდის ასავლელად იქნას გამოყენებული.

პირველ რიგში, ყალბი იყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აღნიშნული საქონელი ორმაგი დანიშნულების იყო. ეს ასე არ არის, ამას არ თვლის, არც ევროკავშირი და არც აშშ, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ინფორმაცია ჩვენს კოლეგებს მიეწოდება, იმისათვის, რომ მათ კიდევ ერთხელ შეაფასონ, თუ რაიმე დარღვევა იყო არა საქართველოს ნაწილში, არამედ სხვა ქვეყნებთან ნაწილში და უშუალოდ იმ კომპანიასთან მიმართებაში, რომელიც დასახელებული იყო,“ – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

მსგავსი თემები