„ეკონომიკის აღდგენის ტემპი იმაზე სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, ვიდრე ნავარაუდევი გვქონდა”- ლაშა ხუციშვილი

,,პირველი ხუთი თვის მონაცემებით, ეკონომიკის აღდგენის ტემპი იმაზე სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, ვიდრე ნავარაუდევი გვქონდა გასული წლის ბოლოს,”- ამის შესახებ  საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა სამთავრობო ბრიფინგის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მინისტრის თქმით, მაისის თვესი 11.6 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, რამაც მოლოდინებს გადააჭარბა.

„მაისის თვეში დაფიქსირდა 11.6%-ის ეკონომიკური ზრდა, ხოლო 5 თვის ეკონომიკური ზრდა 11.2 პროცენტია, რაც მნიშვნელოვნად გაზრდილი მაჩვენებელია იმ პოზიტიურ მოლოდინებთან შედარებით, რომელიც გაცხადებული გვქონდა.

თქვენ იცით, რომ მიმდინარე წელს ნავარაუდევი გვაქვს 6%-იანი ეკონომიკური ზრდა. ეს იყო იმ პირობებში, როდესაც ჯერ არ იყო ის გეოპოლიტიკური სიტუაცია, რომელიც შეიქმნა რეგიონში, კერძოდ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად. ბუნებრივია, ამან ჩვენი გეგმები შეცვალა, თუმცა პირველი ხუთი თვის მონაცემებით, ეკონომიკის აღდგენის ტემპი იმაზე სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, ვიდრე ნავარაუდევი გვქონდა გასული წლის ბოლოს, მიმდინარე წლის დასაწყისში. ამ მიმართულებით, შესაძლოა ჩვენს პროგნოზებს გადავხედოთ მაშინ, როდესაც გვექნება მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი. ეს, სავარაუდოდ სექტემბრის თვე იქნება. ჩვენ სექტორულად ვაკვირდებით ეკონომიკის განვითარების ტემპს. მოლოდინი გაცილებით მაღალია, ვიდრე 6%-იანი ეკონომიკური ზრდა. აგვისტოს ბოლოს შესაბამისი პროგნოზი გვექნება მიმდინარე წელთან დაკავშირებით“,- განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

მსგავსი თემები