,,ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად არანაირი კომისიების შექმნა საჭირო არ არის – ჩვენ არ ვაპირებთ სიმულაციაში მონაწილეობას”- სალომე სამადაშვილი

,,ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად არანაირი კომისიების შექმნა საჭირო არ არის – ჩვენ არ ვაპირებთ სიმულაციაში მონაწილეობას, რომელიც, საბოლოო ჯამში, ქვეყანას არსად მიიყვანს,”-  ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

სალომე სამადაშვილის თქმით, ,,ქართული ოცნების” მიერ წარდგენილი, ევროკომისიის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულების დეტალურს გეგმა არაფრის მომცემია.

„ვითარება ისეთია, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების შანსი შესაძლოა კიდევ ერთხელ დაკარგოს. „ქართული ოცნების” მიერ ინიცირებული ე.წ. პროცესი რეალურად არაფრის მომცემია – ეს არის სიმულაციის შექმნა, თითქოს „ქართული ოცნება” ვალდებულებების შესრულებას აპირებს”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ამასთან, დეპუტატმა აღნიშნა, რომ არავის ჰქონდა მოლოდინი, რომ ერთი, ორი ან თუნდაც სამი აქციის შედეგად არსებული პოლიტიკური ვითარება შეიცვლებოდა.

„ცხადია, არავის ჰქონდა მოლოდინი ერთი, ორი ან თუნდაც სამი აქციის შედეგად ავტოკრატიული რეჟიმი, როგორიც არის ივანიშვილის, რუსი ოლიგარქის ავტოკრატიული რეჟიმი, რომელმაც ქვეყანაში უზურპაცია გაუკეთა პოლიტიკურ ძალაუფლებას, გაიქცეოდა და დღეს დათმობდა პოლიტიკურ ძალაუფლებას. პოლიტიკური ბრძოლა პროცესია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში დღეს საქართველოს ძალიან ბევრი მოქალაქე გააქტიურდა, მათ შორის ახალგაზრდობა და მიზანმიმართული მოქმედებით და კოორდინირებული გეგმით, როგორც პოლიტიკური პარტიების, ასევე არასმთავრობო ორგანიზაციების. ჩვენ აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე ამ ბრძოლას. ამ ბრძოლის ამოცანაა ჩვენი ქვეყნის ოლიგარქიული რეჟიმისგან გათავისუფლება და ჩვენი ქვეყნის დაბრუნება ევროპული განვითარების გზაზე“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მსგავსი თემები