,,რადიკალურმა ოპოზიციამ და მასთან დაკავშირებულმა არასამთავრობოებმა 12 პუნქტის შესრულების გეგმას დესტრუქციული ქმედებებით უპასუხეს”- ირაკლი კობახიძე

,,საქართველოს აწ უკვე ოფიციალურად აღიარებული ევროპული პერსპექტივის გასამყარებლად, „ქართული ოცნება“ ზედმიწევნით შეასრულებს თითოეულ პუნქტს,”- ამის შესახებ  „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ,,ქართული ოცნების” მიერ წარდგენილი, ევროკომისიის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულების დეტალურს გეგმას, რადიკალურმა ოპოზიციამ და მასთან დაკავშირებულმა არასამთავრობოებმა კვლავ დესტრუქციული ქმედებებით უპასუხეს.

,,როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ 3 დღის წინ საზოგადოებას წარვუდგინეთ ევროკომისიის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულების დეტალური გეგმა. სამწუხაროდ, ამ გეგმას რადიკალურმა ოპოზიციამ და მასთან დაკავშირებულმა ენჯეოებმა კვლავ დესტრუქციული ქმედებებით უპასუხეს. თუმცა, ჩვენთვის მათი ქმედებები ვერცერთი შემთხვევაში ვერ იქნება გეგმიდან გადახვევის მიზეზი.

ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს აწ უკვე ოფიციალურად აღიარებული ევროპული პერსპექტივის გასამყარებლად, „ქართული ოცნება“ ზედმიწევნით შეასრულებს თითოეულ პუნქტს, რისთვისაც ყველა საჭირო ნაბიჯი სათანადო ფორმატში და სათანადო ვადებში გადაიდგმება.

ვინც რეალურად არის დაინტერესებული საქართველოს მოსახლეობის 85 პროცენტის ნების რეალიზაციით, ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციით და ჩვენი ქვეყნის მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებით, ბუნებრივია, ამ გეგმის განხორციელებაში აქტიურად ჩაერთვება,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები