,,ვისაც არ ჰქონდათ ნანახი “ლიბერასტების” პოლიტიკური კვნესა, გუშინ ვნახეთ ეს ყველაფერი”- თორნიკე რიჟვაძე

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაური, თორნიკე რიჟვაძე  გუშინ, თბილისში გამართული აქციას აფასებს.

მისი თქმით, აქციის მონაწილეების ,,ახირებების” მოსმენას და მითუმეტეს, მათ დაკმაყოფილებას არავინ აპირებს.

„გამიჭირდება შეფასება. ალბათ, ვისაც არ ჰქონდათ ნანახი “ლიბერასტების” პოლიტიკური კვნესა, გუშინ ვნახეთ ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, ამ კონკრეტული ჯგუფის კონკრეტული ახირებების მოსმენას და მითუმეტეს, მათ დაკმაყოფილებას არავინ აპირებს. ჩვენს ქვეყანაში შევინარჩუნებთ მშვიდობას და ხალხის სამსახურს“, – განაცხადა  თორნიკე რიჟვაძემ.

მსგავსი თემები