ლუკაშენკო ამტკიცებს, რომ უკრაინა სარაკეტო დარტყმას გეგმავდა, თუმცა, მოიგერიეს

ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ უკრაინა ბელარუსზე სარაკეტო თავდასხმას ცდილობდა. მისივე მტკიცებით,  ბელარუსის ტერიტორიაზე ყველა რაკეტის განეიტრალება მოხერხდა.

„სამი დღის, შეიძლება ცოტა მეტის წინ, უკრაინის ტერიტორიიდან ცდილობდნენ დარტყმა განეხორციელებინათ ბელარუსის სამხედრო ობიექტებზე. მადლობა ღმერთს, ჰაერსაწინააღმდეგო კომპლექსებმა შეძლეს ყველა რაკეტის ნეიტრალიზება, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ იყო გაშვებული“,- განაცხადა ლუკაშენკომ.

მან რუსეთიც გაამხნევა და აღნიშნა რომ ბელარუსი და რუსეთი მზად უნდა იყვნენ შემდგომი დღე-ღამის განმავლობაში.

„ისევე როგორც გასულ საუკუნეში, ამ პროცესების უკან დგას ისევ ის ცივილიზებული დასავლეთი, ევროპა, რომელიც ჯერ ზრდიდა მონსტრს, სახელად ფაშისტური გერმანია, შემდეგ კი თავის გადასარჩენად იმას ეკვროდა, ვისაც სულ ცოტა ხნის დამარცხებას უსურვებდა. ისტორია მეორდება, მონსტრებს უკრაინაში ზრდიან“, – აცხადებს ლუკაშენკო.

მსგავსი თემები