ლგბტ თემის საწინააღმდეგო აქციაზე 17 ადამიანი დააკავეს

სამართალდამცველებმა „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციაზე 17 „პროტესტანტი“ დააკავეს. ისინი „თბილისი პრაიდის“ კვირეულის წინააღმდეგ გამოვიდნენ და ღონისძიებების ჩაშლას სხვადასხვა ფორმით ცდილობდნენ.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, 17-ვე ადამიანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის დარღვევისთვის დააკავეს, რაც  პოლიციელის კანონიერი განკარგულებისა ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ აქცია დილიდან იმართება. აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირიც გადაკეტეს და ფეხით ევროკავშირის ოფისისკენ დაიძრნენ.

 

მსგავსი თემები