„იყო უმძიმესი პროვოკაცია, პროვოკატორმა ეთიკისა და კანონის ფარგლებში მიიღო პასუხი“ – ირაკლი კობახიძე  

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, ის, რაც ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე მოხდა, იყო უმძიმესი პროვოკაცია, რომელზეც „პროვოკატორმა“ შესაბამისი პასუხი მიიღო.

„სამწუხაროა, რომ უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც კონკრეტული საელჩოს ტერიტორია გახდა პროვოკაციის მოწყობის არეალი. ეს არის ძალიან სამწუხარო. რაც შეეხება გაგრძელებას, ესეც მნიშვნელოვანი იყო, რომ ადამიანმა კანონისა და ეთიკის ფარგლებში მიიღო პასუხი და მისი პროვოკაცია არ დარჩა პასუხგაუცემელი. რაც შეეხება მანდატების დატოვებას, აბსურდია. იყო უმძიმესი პროვოკაცია და პროვოკატორმა ეთიკისა და კანონის ფარგლებში მიიღო პასუხი“ – აცხადებს კობახიძე ამერიკის საელჩოში ვატო წერეთელსა და „ქართული ოცნების“ დეპუტატებს შორის მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით.

მისივე შეფასებით, მმართველი გუნდი „ჭუტას“ დონეზე არასდროს დაეშვება.

„ ვიცით, რა მოხდა გუშინ და რა თქმა უნდა, ამას არ გავიმეორებთ ეთიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე. ჩვენ ვერ დავეშვებით ჭუტას დონეზე. ეს არის ძალიან მარტივი რამ, ჩვენ „ჭუტას“ დონეზე არასდროს დავეშვები. შემიძლია, გითხრათ, რომ ანრის დონეზე ვარ ახლაც. ჩვენ „ჭუტას“ დონემდე ვერ დავეშვებით“ – ასეთია ირაკლი კობახიძის შეფასება მომხდარ დაპირისპირებაზე.

 

მსგავსი თემები