დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონონპროექტი პარლამენტს 5 ოქტომბრამდე წარედგინება

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით,  დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი პარლამენტს ინიციატივის წესით წარედგინება არაუგვიანეს 5 ოქტომბრისა. ხოლო  პარლამენტის მიერ მიიღება არაუგვიანეს 29 ნოემბრისა.

„საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში იქნებიან ყველა საპარალამენტო პარტიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. სამუშაო ჯგუფი იმუშავებს დეოლიგარქიზაციის კანონპროექტზე, რომელიც საქართველოს პარლამენტს ინიციატივის წესით წარედგინება არაუგვიანეს 5 ოქტომბრისა და პარლამენტის მიერ მიიღება არაუგვიანეს 29 ნოემბრისა“, – განაცახდა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები