,,საკმარისია მხოლოდ იყო უკრაინელი, რომ შენს სახლში ბომბი მოფრინდეს”- ოლენა ზელენსკა

,,დიდი ხანია უკვე აღარ არის საჭირო სტრატეგიული ობიექტის სიახლოვეს ცხოვრება, საკმარისია მხოლოდ იყო უკრაინელი, რომ შენს სახლში მოფრინდეს ბომბი,”- ამის შესახებ უკრაინის პირველმა ლედიმ ოლენა ზელენსკამ განაცხადა.

ოლენა ზელენსკა რუსეთის ძალების მიერ, ოდესის ოლქში საკურორტო დასახლებაზე სამი სარაკეტო იერიში განახორციელებას ეხმიანება და აცხადებს, რომ უკრაინელები მუდმივი საფრთხის წინაშე არიან.

,,უკრაინა გააკეთებს ყველაფერს, რომ რუსეთის დანაშაულებს არც ერთი გამართლება არ მოეძებნოს მსოფლიოში. ბავშვები, რომლებიც იქ ჩავიდნენ რათა ცოტა ხნით მაინც დაევიწყებინათ ომი და გაეხსენებინათ, როგორია ზაფხულის არდადეგები ზღვასთან ახლოს. ბიჭი 12 წლის, შესაძლოა მათი მეგობარი, რომელსაც ჯერ კიდევ გუშინ ძილის წინ დაშორდნენ, მოკვდა. შეუძლებელია ამაზე ფიქრი და ამასთანავე, შეუძლებელია ამაზე არ იფიქრო. დიდი ხანია უკვე აღარ არის საჭირო სტრატეგიული ობიექტის სიახლოვეს ცხოვრება, საკმარისია მხოლოდ იყო უკრაინელი, რომ შენს სახლში მოფრინდეს ბომბი,”- განაცხადა ოლენა ზელენსკამ.

მსგავსი თემები