,,პუტინმა ომის დაწყების გადაწყვეტილება სულ მცირე ერთი წლით ადრე მიიღო, მას შეუძლია, გააგრძელოს ეს ომი დიდი ხნის განმავლობაში”- ოლაფ შოლცი

„ვფიქრობ, ამ ომის წარმოების გადაწყვეტილება მიღებული იყო ერთი წლით ადრე მის დაწყებამდე ან შესაძლოა, კიდევ უფრო ადრე, რადგან ის (პუტინი) ემზადებოდა ამისთვის, შესაბამისად, მას შეუძლია, გააგრძელოს ეს ომი დიდი ხნის განმავლობაში”- ამის შესახებ ​გერმანიის კანცლერმა  ოლაფ შოლცმა განაცხადა.

გერმანიის კანცლერის განცხადებით, დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციები რუსეთს დიდ ეკონომიკურ ზიანს აყენებს.

„თქვენ გარკვეულწილად გესმით, რომ ეს (სანქციები)  ნამდვილად აყენებს პუტინს ზიანს და მას ესმის რუსეთის ეკონომიკაზე ჩვენი სანქციების ღრმა გავლენა. ეს ახლა ემართება ქვეყანას, რომელიც არ არის ძალიან განვითარებული, რომელსაც ნამდვილად სჭირდება დანარჩენი მსოფლიოს ტექნოლოგიები, რათა ჰქონდეს ცხოვრების ანალოგიური სტანდარტი, რათა ჰქონდეს შანსი, რომ იყოს მსოფლიო ეკონომიკის ზრდის ნაწილი“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.

მსგავსი თემები