,,საფრანგეთში საქართველოს ელჩს ევროინტეგრაციის გზაზე გამოცდილება არ ჰქონდა, ის არ შეესაბამებოდა თანამდებობას”- ირაკლი ზარქუა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა, საფრანგეთში საქართველოს ელჩის, თეა კაკუტიას მიერ თანამდებობის დატოვებას ეხმიანება. მისი თქმით, თეა კატუკიას ევროინტეგრაციის გზაზე შესაბამისი უნარ-ჩვევები, ხედვა და გამოცდილება არ აღმოაჩნდა.

„როგორც ინფორმაცია მაქვს, კატუკია საგარეო საქმეთა სამინისტროს კარიერული წარმომადგენელი არ იყო, ის იყო სალომე ზურაბიშვილის მეგობარი და საფრანგეთის ელჩის თანამდებობაზე მისი გადაწყვეტილებით დაინიშნა. სამწუხაროდ, ისე აღმოჩნდა, რომ ევროინტეგრაციის გზაზე უნარ-ჩვევები, ხედვა და გამოცდილება არ ჰქონდა. საფრანგეთის საელჩოში, გუნდში, შიგნით სავარაუდოდ გარკვეული გაუცხოება ჰქონდა და ის გამოიწვიეს. ის, რომ მნიშვნელოვან პოზიციებზე არაკომპეტენტური კადრები არ უნდა დაინიშნონ, სწორედ ამიტომ საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მივმართეთ, რომ კომპეტენციები გაიმიჯნოს, ვის რისი უფლება აქვს. კატუკიას მიმართ პატივისცემის მიუხედავად გეტყვით, რომ ის არ შეესაბამებოდა მის თანამდებობას და ამიტომ იყო გაწვეული“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

https://mcm.ge/153200/

მსგავსი თემები