მარიუპოლში კიდევ ერთი მასობრივი სამარხი აღმოაჩინეს

მარიუპოლის მერის მრჩეველის პიოტრ ანდრიუშენკოს ინფორმაციით, ქალაქში კიდევ ერთი მასობრივი სამარხი აღმოაჩინეს.

ანდიუშენკოს განცხადებით, მასობრივი სამარხში ასზე მეტი ცხედარი არის აღმოჩენილი, რომელთა დაკრძალვისთვის ოკუპანტებს არ ,,სცალიათ”.

„ახალი ძმათა სასაფლაო ლევობერეჟიეს ნანგრევების ქვეშ. კიევის ქუჩა 53. კვლავ 100-ზე მეტი ცხედარი თებერვლის ბოლოდან. საოკუპაციო ხელისუფლება იმდენად არის გატაცებული აღდგენის სურათის შექმნით, რომ დაკრძალვისთვის არ სცალიათ. ქუჩაში მოწყობილი დროებითი საფლავები თანდათან მუდმივად იქცევა“, – აცხადებს ანდრიუშენკო.

მსგავსი თემები