რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთს ჯერ კიდევ შეუძლია შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების დაბლოკვა

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთს ჯერ კიდევ შეუძლია შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების დაბლოკვა, თუ ეს ორი ქვეყანა ანკარასთან გაფორმებულ მემორანდუმში გაწერილ პუნქტებს არ შეასრულებს.

„ცხადია, ეს მემორანდუმი არის მხოლოდ დასაწყისი, მთავარი არის დადებული პირობის შესრულება. შემდეგ პერიოდში ჩვენ ზედმიწევნით დავაკვირდებით მემორანდუმში ჩაწერილი საკითხების შესრულებას და შესაბამისად გადავდგამთ ჩვენს ნაბიჯებს“, – აღნიშნა ერდოღანმა.

ცნობისთვის, თურქეთმა, შვედეთმა და ფინეთმა სამმხრივი მემორანდუმი 29 ივნისს გააფორმეს. თურქეთმა სწორედ აღნიშნული შეთანხმების საუძველზე დაუჭირა მხარი, ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას.

მსგავსი თემები