,,როდესაც მოაწყობთ პროვოკაციას, მიიღებთ პასუხს”- ირაკლი ზარქუა

,,ყოველთვის უნდა ვიცოდეთ, როდესაც მოაწყობთ პროვოკაციას, მიიღებთ პასუხს,”- ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა, “ტვ პირველის” მფლობელზე, ვატო წერეთელზე თავდასხმის ფაქტს.

ზარქუას თქმით, გარკვეული ჯგუფები ცდილობენ, პროვოკაციებით სტრატეგიული პარტნიორების მმართველი გუნდის წინააღმდეგ განწყობას.

„ანრი ოხანაშვილი მივიდა წერეთელთან და უთხრა, რატომ მაყენებ შეურაცხყოფასო. ამ პროცესში მოხდა შეხლა-შემოხლა და ჩვენ, ვინც ვიდექით იქ, გავაშველეთ. წერეთელი ამბობს, რომ 4 ადამიანი თავს დამესხაო და ვაგინეთ. საგინებლები კი არიან ასეთი ადამიანები, ვინც ამას ჩადიან და პროვოკატორობენ, მაგრამ იქ ამის არც აუცილებლობა იყო და არც მოცემულობა, იმიტომ, რომ ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს. დამოუკიდებლობის დღეს აღვნიშნავდით, ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ამიტომაც ვიყავით იქ მთელი გუნდით წარმოდგენილი. მიუხედავად იმისა, რა როგორ მოხდა, ეს მიუღებელია, არ იყო ლამაზი და ეს არის დასაგმობი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არ არის პირველი შემთხვევა. თქვენ გახსოვთ ევროკავშირის წინ მელია კობახიძის წინააღმდეგ აგრესიით რომ გამოირჩეოდა. ეს ეტყობა მათი ხელწერაა. ახლა, როცა იციან, რომ ხალხი არ გამოდის, მცდელობა აქვთ, სტრატეგიული პარტნიორები ჩვენს წინააღმდეგ განაწყონ ასეთი ბინძური პროვოკაციებით – არ გამოუვათ“, – აღნიშნა ზარქუამ.

ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე დეპუტატები მედია მფლობელს გაუსწორდნენ?!

მსგავსი თემები