შესაძლოა, რუსეთმა და  ბულგარეთმა  დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტონ

ბულგარეთში რუსეთის ელჩის, ელეონორა მიტროფანოვას განცხადებით, რუსეთმა ბულგარეთთან შესაძლოა დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტოს. 

გავრცელებული ინფორმაციით, ბულგარეთის მთავრობამ, ჯაშუშობის ბრალდების საფუძველზე, რუსეთის საელჩოს 70 თანამშრომლის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო.

რუსეთის ელჩის თქმით, თუ ბულგარეთის მთავრობა გადაწყვეტილებას არ შეცვლის, მოსკოვის განიხილავს დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას.

 

მსგავსი თემები