„მიიღო ის პასუხი, რასაც იმსახურებდა“ – ანრი ოხანაშვილი აშშ-ის საელჩოში მომხდარ დაპირისპირებაზე

ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით დეპუტატი ანრი ოხანაშვილი საკუთარ ვერსიას აჟღერებს და ამბობს, რომ წერეთელმა ის მიიღო, რაც დაიმსახურა.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე, სადაც ღონისძიება იმართებოდა, საელჩოს მიწვეულ სტუმრებს შორის დაპირისპირება მოხდა.

ანრი ოხანაშვილი პროვოცირებაში თავად წერეთელს ადანაშაულებს.

„უბინძურეს პროვოკაციას ჰქონდა ადგილი, უბინძურესს, წერეთლის მხრიდან. მიღებაზე ყოფნის დროს მოვიდა, მთხოვა, ორი სიტყვით რაღაცის თქმა სურდა, უბინძურესი პროვოკაცია მოაწყო… ხომ წარმოგიდგენიათ, რაზეა საუბარი. სწრაფი ნაბიჯით გაიქცა. მინდოდა მეკითხა, რატომ იკადრა ასეთი რაღაცა, რაზეც გააგრძელა პროვოკაცია, შემდგომ, რა თქმა უნდა, პასუხი გავეცი და მიიღო ის პასუხი, რომელსაც ის იმსახურებდა“ – აცხადებს ოხანაშვილი.

ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე დეპუტატები მედია მფლობელს გაუსწორდნენ?!

მსგავსი თემები