,,სანქციები შეიძლება კვალიფიცირდეს ომის დაწყების მიზეზად”- დიმიტრი მედვედევი

რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი კვლავ იმუქრება. მისი განცხადებით,  რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები, შესაძლოა ახალი კონფლიქტის პროვოცირების მიზეზი გახდეს.

მისივე თქმით, რუსეთის წინააღმდეგ ცალმხრივი შემზღუდვების დაწესება უკანონოა და  ეკონომიკური ომის გამოცხადებას ემსგავსება.

,,კიდევ ერთხელ მინდა, აღვნიშნო, რომ გარკვეულ ვითარებაში ასეთი მტრული ღონისძიებები (სანქციები) ასევე შეიძლება, კვალიფიცირებული იყოს საერთაშორისო აგრესიის აქტად და თუნდაც ომის დაწყების მიზეზად. მათ საპასუხოდ სახელმწიფოს აქვს ინდივიდუალური და კოლექტიური თავდაცვის უფლება“, – განაცხადა დიმიტრი მედვედევმა.

მსგავსი თემები