,,საქართველოში დესტაბილიზაცია რუსეთის და “ნაციონალური მოძრაობის” ინტერესებშია”- გია ვოლსკი

,,FSB-ს სახელმძღვანელოებით ხელმძღვანელობის ბრალდების წაყენება თუ ვინმესთვის შეიძლება, ეს ის ხალხია, ვინც იმისკენ მოგვიწოდებს, რომ ხელში იარაღი ავიღოთ და საომარ მოქმედებებში ჩავერთოთ,”- ამის შესახებ, საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, გიორგი მარგველაშვილ და  უკრაინის მაღალჩინოსნები პირდაპირ მოუწოდებენ საქართველოს საომარ მოქმედებებში ჩაერთონ.

„ფეესბეს“ სახელმძღვანელოები ალბათ წაკითხული აქვს საზოგადოებას, რომელიც საქართველოს საომარ მოქმედებებში ჩართვისკენ მოუწოდებს, შემიძლია, წარმოგიდგინოთ სია, მარგველაშვილით დაწყებული, უკრაინის მაღალჩინოსნებით დამთავრებული, რომლებიც პირდაპირ მოუწოდებენ საქართველოს საომარ მოქმედებებში ჩაერთონ. ყველა ადამიანი, ვინც მოგვიწოდებს, გავხსნათ მეორე ფრონტი, ასეთი ადამიანი ბევრია – ზოგი პირდაპირ მოგვიწოდებს, ზოგი – ირიბად, ამის სია არსებობს და ისინი სწორედაც რუსეთის ინტერესების გათვალისწინებით მოქმედებენ. რუსეთს არაფრად უღირსს გააკეთოს ის, რისი გაკეთებაც მისთვის ჩვეულებრივი ნორმაა – რეგიონზე აგრესია განახორციელოს, სადაც პოზიციების გაძლიერებას გადაწყვეტს. საქართველოში დესტაბილიზაცია რუსეთის და “ნაციონალური მოძრაობის” ინტერესებშია. FSB-ს სახელმძღვანელოებით ხელმძღვანელობის ბრალდების წაყენება თუ ვინმესთვის შეიძლება, ეს ის ხალხია, ვინც იმისკენ მოგვიწოდებს, რომ ხელში იარაღი ავიღოთ და საომარ მოქმედებებში ჩავერთოთ. სია დიდია. დაგიდასტურებთ ადამიანები, ვინც დღეს ჩართული არის სახელმწიფოს წინააღმდეგ აქციების ორგანიზებაში და რომელთაც ძალიან მყარი მხარდაჭერა აღმოუჩინა ევროპარლამენტმა თავისი რეზოლუციით, რასაკვირველია, ის ადამიანები, ვინც ომისკენ მოუწოდებენ და იმ ადამიანების მხარდაჭერა ევროპარლამენტარების მიერ ვინც ომისკენ მოუწოდებდა, გარკვეულ ეჭვებს აღძრავს – აქ არაფერ შუაშია არც სუბარი, არ ხუნდაძე და არც ყაველაშვილი. საზოგადოებაში თავისუფლად შეიძლება გაიგოთ ეს აზრი – ადამიანებს უნდათ ომი და ამ ადამიანებს მხარს უჭერს ევროპარლამენტის რეზოლუცია. დამატებითი კომენტარები ამასთან დაკავშირებით აღარ მაქვს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსნებთ,  აშშ-ს ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ არავის სურს საქართველოს ომში ჩაბმა და აღნიშნა, რომ ეს დეზინფორმაცია FSB-დან მოდის.

,,მზაკვრული ნარატივი გრძელდება, აშშ არ ცდილობს საქართველოს ომში ჩათრევას”- კელი დეგნანი

მსგავსი თემები