ნიკოლოზ ბასილაშვილმა სასამართლო დავა მოიგო

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა სასამართლო დავა მოიგო. ბრალდების მხარეს წარმოადგენდნენ ბასილაშვილის ყოფილი სპონსორები, ბიზნესმენი ძმები კაჭარავები, რომლებიც ჩოგბურთელს რამდენიმე მილიონ ლარს და გაყიდულ თამაშებს ედავებოდნენ.

მოსამართლე არჩილ კოჭლამაზიშვილმა ბრალდება არ დააკმაყოფილა და ნიკოლოზ ბასილაშვილი უდანაშაულოდ ცნო.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი კაჭარავას სარჩელი წარმოებაში 2021 წლის 27 აპრილს მიიღო.ბიზნესმენი ირაკლი კაჭარავა ბასილაშვილს ექვსი წლის წინ გაფორმებული ხელშეკრულების შეუსრულებლობაში ადანაშაულებდა. ხელშეკრულების თანახმად, თუ ქართველი ჩოგბურთელი  მსოფლიოს რეიტინგის ორმოცდაათეულში შევიდოდა, მაშინ მისი საპრიზო და სარეკლამო ჰონორარებიდან წილი ირაკლი კაჭარავასაც უნდა მიეღო.

მსგავსი თემები