,,ოპოზიციას მოვუწოდებ, ქუჩა-ქუჩა სიარულის ნაცვლად, პარლამენტში შემოვიდნენ და იმუშაონ”- ირაკლი ქადაგიშვილი

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციას, ევროკომისიის რეკომენდაციებზე მუშაობისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები,  ქუჩა-ქუჩა სიარულის ნაცვლად, პარლამენტში უნდა შევიდნენ და იმუშაონ.

„ოპოზიციას მოვუწოდებ, ქუჩა-ქუჩა სიარულის ნაცვლად, რეკომენდაციების შესასრულებლად პარლამენტში შემოვიდნენ და იმუშაონ. ამ პაკეტის მიღების საღამოსვე ოპოზიციამ განაცხადა, რომ მთავრობა უნდა გადადგეს. როგორც ჩანს, ეს არის თანამშრომლობის უმაღლესი ხარისხი, რაც ოპოზიციამ მოიფიქრა. 2020 წლიდან მოყოლებული მათ ერთ რამეს ვთავაზობთ – თავი დაანებონ კონფრონტაციულ და რევოლუციურ სცენარებს, პარლამენტში მოვიდნენ არა დებოშის ასატეხად, არამედ იმ კანონებზე სამუშაოდ, რომლებსაც ეს პაკეტები ითვალისწინებს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

მსგავსი თემები