,,მზაკვრული ნარატივი გრძელდება, აშშ არ ცდილობს საქართველოს ომში ჩათრევას”- კელი დეგნანი

  ,,ამერიკის შეერთებული შტატები არ ცდილობს საქართველოს ჩათრევას უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის ომში,– ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა. მისი თქმით, აშშ-ს არ სურს, იხილოს ამ ომის გაფართოება არანაირი ფორმით „როდესაც ვსაუბრობთ თავდაცვაზე, მინდა, გამოვეხმაურო მზაკვრულ ნარატივს, რომელიც როგორც ჩანს, გრძელდება და როგორც ჩანს, პირდაპირ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის დეზინფორმაციის სახელმძღვანელოდანაა. მინდა, მკაფიოდ განვაცხადო, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ ცდილობს საქართველოს ჩათრევას უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის ომში. აშშ-ს არ სურს, იხილოს ამ ომის გაფართოება არანაირი ფორმით“, – განაცხადა კელი დეგნანმა. კელი დეგნანის განმარტებით, ძალიან მნიშვნელოვანია, ქართველებს ახსოვდეთ, რომ რუსეთი ახდენს საქართველოს ტერიტორიების … ვრცლად ,,მზაკვრული ნარატივი გრძელდება, აშშ არ ცდილობს საქართველოს ომში ჩათრევას”- კელი დეგნანი