,,რეფორმების შესრულების შემდეგ, გვექნება საფუძველი, მივანიჭოთ საქართველოს კანდიდატის სტატუსი”- დიეგო კოლასი

,,ევროკავშირი შეთანხმდა, რომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველომ უნდა შეასრულოს ყველა პრიორიტეტული რეკომენდაცია,”- ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, დიეგო კოლასმა ჩეხეთის ელჩ პეტრ მიკისკასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კოლასის განცხადებით, შესაბამისი რეკომენდაციების შესრულების შემდეგ, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

„ჩვენ განვიხილეთ საქართველოს საკითხიც და ევროკავშირის გაფართოების საკითხიც. ვინ იფიქრებდა წლების წინ, რომ სამივე ქვეყანა ევროკავშირს დაუახლოვდებოდა. ჩვენ გავხსენით საშუალება, რათა კანდიდატის წევრობაზე განგვეხილა უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს პოტენციალის საკითხი. ჩვენთვის გახსნილია საკითხი მოლდოვისა და უკრაინის წევრობაზე. ევროპული ქვეყნების მაგალითი გვაქვს, ბულგარეთის, მაკედონიის სახით და ის ურთულესი საკითხები, რაც მათ წინაშე ევროკავშირის წევრობაზე დგას.
საქართველო გაცილებით წინ არის ზემოთხსენებულ ქვეყნებზე და პროგრესულია, თუმცა გარკვეული ცვლილებები მნიშვნელოვანია. ევროკავშირი შეთანხმდა, რომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველომ უნდა შეასრულოს ყველა პრიორიტეტული რეკომენდაცია, რაც ევროკავშირმა დაუსახა ამ ქვეყანას. რეფორმების შესრულების შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება საფუძველი, მივანიჭოთ საქართველოს კანდიდატის სტატუსი“, – განაცხადა დიეგო კოლასმა.

მსგავსი თემები