,,არ გვაქვს ფუფუნება, პოლიტიკური მიზეზებიდან გამომდინარე რუსულ ენერგიაზე უარი ვთქვათ”- დავით ნარმანია „მედიაცენტრ მთავარში”

,,ჩვენი ტარიფის სტრუქტურიდან გამომდინარე, არ გვაქვს ფუფუნება, პოლიტიკური მიზეზებიდან გამომდინარე, შედარებით იაფ რუსულ ენერგიაზე უარი ვთქვათ,”- ასე უპასუხა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე, დავით ნარმანიამ მედიაცენტრი მთავარის, ჟურნალისტის კითხვას, თუ რატომ ვერ ვამბობთ უარს რუსულ ენერგიაზე.

დავით ნარმანიას განცხადებით, მთავარი მიზეზი, რის გამოც, საქართველო რუსეთიდან ელექტროენერგიას ყიდულობს, თურქეთთან და აზერბაიჯანთან შედარებით არსებული იაფი ტარიფია.

,,ამ ეტაპზე, ელექტროენერგიის იმპორტი არ ხორციელდება. აოგადად, ჩვენ გარკვეული თვეების განმავლობაში ვიღებთ რუსეთიდან ენერგიას, რადგან თურქეთთან და აზერბაიჯანთან შედარებით უფრო იაფია. ჩვენი ტარიფის სტრუქტურიდან, მსყიდველუნარიანობიდან და ტარიფის ზრდის სენსიტიურობიდან გამომდინარე არ გვაქვს ფუფუნება, პოლიტიკური მიზეზებიდან გამომდინარე, შედარებით იაფ რუსულ ენერგიაზე უარი ვთქვათ. თუმცა თუ გარკვეული მიზნით მოხდება მისი შეზღუდვა, ან ემბარგო დადგინდება, ქვეყანას ენერგეტიკული კრიზისი ნამდვილად არ დაემუქრება, იმიტომ რომ ალტერნატიული წყაროები ელექტროენერგიის მიღების არსებობს,”- განაცხადა დავით ნარმანიამ მედიაცენტრ მთავარში”.

ამასთან, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის განმარტებით, ელექტროენერგიის იმპორტისას, არჩევანი კეთდება შედარებით იაფ ენერგიაზე.

,,ჩვენ იმპორტს ვახორციელებთ სამი ქვეყნიდან, ესენია – რუსეთი თურქეთი და აზერბაიჯანი. კონკრეტულად თვეების და პერიოდების მიხედვით განსხვავებულია იმპორტის მოცულობებიც და ქვეყნებიც და  დამოკიდებულია, იმაზე თუ რომელი ქვეყნიდან რა ფასად არის შესაძლებელი ელექტროენერგიის იმპორტი. როგორც წესი არჩევანი კეთდება შედარებით იაფ ენერგიაზე, რათა ტარიფზე ზეწოლა არ იყოს დიდი,”- აღნიშნა დავით ნარმანიამ მედიაცენტრ მთავარში”.

დავით ნარმანია “მედიაცენტრ მთავარში”

მსგავსი თემები