„ევროკავშირიც განზე დარჩება და ყველფერი“ – პარტიიდან წასული სუბარის პირველი განცხადება

სოზარ სუბარი, რომელმაც მმართველი გუნდი რამდენიმე წუთის წინ დატოვა და პოლიტიკურ თანამდებობსაც დაემშვიდობა, გადაწყვეტილების მიზეზებზე თავად საუბრობს. როგორც სუბარი მედიასთან აცხადებს, ომში ჩართვის მსურველი ბევრია და თუ ეს საფრთხე არ ავიცილეთ ყველაფერი უკან დაგვრჩება.

„ისტორიულ გზაგასაყარზე ვდგავართ. ყოველ წუთიერად არის საფრთხე, რომ საქართველო შეიძლება, ჩაებას ომში და ამის მსურველი ძალიან ბევრია. გაცილებით ბევრი, ვიდრე დანილოვია ან ვინმე არახამია. მეორე მხრივ, ვართ გზაგასაყარზე, როცა იხსნება კარი ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანებისთვის და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ევროკავშირში რაც შეიძლება სწარაფად და რაც შეიძლება უსაფრთხოდ გავწევრიანდეთ. მაგრამ ევროკავშირიც განზე დარჩება და ყველფერი, თუკი ომში ჩაბმას მოახერხებენ ის ადამიანები, ვისაც ამის სურვილი აქვს. მოსურნე ძალიან ბევრია და ძალიან გავლენიანებიც მათ შორის“ – აცხადებს სუბარი.

მისი შეფასებით, თუ ერთხელ გავარდა, პროცესების მართვა რთული იქნება.

„ერთხელ თოფი რომ გავარდება, შემდეგ შენ ვეღარ მართავ პროცესს. პროცესი თვითონ მიდის და ჩვენ იძულებული ვართ, ავყვეთ ამ თამაშის წესებს. ზუსტად ეს არ გვინდა მოხდეს. დღეს იმის გარანტი, რომ საქართველო არ ჩაებას ომში,  არის ხალხი და ხალხმა უნდა იცოდეს სიმართლე, რომ მათი მტკიცე ნება იყოს ომის გაჩაღების მოწინააღმდეგეობა. „ნაცმოძრაობაში“ ან სხვა პარტიაში ისეთი ძლიერი ადამიანები და ევროპაში ისეთი ლობისტები არ ჰყავთ, რომ მათ შეუძლიათ, 308 ევროპარლამენტარს მოაწერინონ ხელი და ხმა მიაცემინონ სრულიად უსამართლო და ქვეყნისთვის დამაზიანებელ რეზოლუციაზე, აქ დიდი თამაშია.

ჩვენი პოზიციაა, ხალხმა სიმართლე უნდა იცოდეს. გუნდში ამაზე გვქონდა მსჯელობა და ამაზე თანხმობა არ არის. გუნდში ამბობენ, რომ ჩვენ მოვახერხებთ, გავიყვანოთ მშვიდობიანად ქვეყანა, მაგრამ ჩვენ მაინც ვფიქრობთ, რომ ჩვენი ძალა არის სიმართლე, რომელიც ხალხმა უნდა იცოდეს“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

სუბარი აცხადებს, რომ სხვა დეტალებზე მალე ისაუბრებს.

 

მსგავსი თემები