„ტექნიკური მთავრობა ჰაერიდან მოტანილია“ – მამუკა მდინარაძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძე გადაჭრით ამბობს, რომ ტექნიკური მთავრობა, რასაც ოპოზიცია ითხოვს, არ იქნება.

„ტექნიკური მთავრობის თემა არარეალური, წარმოუდგენელი, იმდენად თითიდან გამოწოვილი და ჰაერიდან მოტანილია, რომ ვერც კი იმსჯელებ, რომ გინდოდეს. არარეალისტურია და ამ მოთხოვნებით საზოგადოებას ატყუებენ. ვერანაირი კონსტიტუციურ დათქმას ვერ მოძებნით, სადაც მსგავსი მიმართულებით შეიძლება იმსჯელო. ეს ემსახურება ერთადერთს, რა გეგმაც აქვთ, იმ გეგმის ფარგლებში უტოპიური, შეუსრულებელი მოთხოვნები უნდა დააყენონ იმისათვის, რომ შემდეგ ვინც აქციაზე იდგება, საზოგადოებრივი სიბრაზე გამოიწვიონ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე.

შეგახსენებთ, რომ აქციაზე -„შინ ევროპისკენ“ მთავრობის გადადგომა მოითხოვა და ერთკვირიანი ვადაც დაუწესეს.

 

მსგავსი თემები